Geórgia, Alia, Georgiano

[ad_1]


413

ლევან ჯავახიშვილი

ალიას ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

ბატონო გია, ევროპარლამენტმა საკმაოდ მწვავე და მძიმე რეზოლუცია მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. რა შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირისგან, სხვა ევროპული სტრუქტურებისგაამ რეზოლუციას? რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ევროპისგან?

ევროპარლამენტის რეზოლუცი ავტომატურააღსრულება არ მოჰყვება, რადგან საპარლმენტო წესრიგი ასეთია. ჩვენც საპარლამენტო ქვეყანა ვართ და პარლამენტის რეზოლუცია არ ნიშნავს, რომ ის უცილებლად მყისიერ ქმედებაში გადადის. თუმცა, ევროპარლამენტი დიდ წილად განსაზღვრავს ევროპულ პოლიტიკას. შესაბამისად, ეს რეზოლუცია აღმასრულებელი სტრუქტურების  მესვეურთა მაგიდებზე დაიდება და თუ ჩვენთან რაიმე სისტემურად არ შეიცვალა ამ მიდგომებში, თუ არ შეიცვალა ჩვენი ხელისუფლების ანტიდასავლრი პოლიტიკა, მერე წავა აღსრულებაში. მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი დაიწყება ამერიკიდან, სანქციები იქნება ეს თუ სხვა. შეერთებულ შტატებს სხვა მიდგომა აქვ. ისინი ასეთ მწვავე რეზოლუციებს არ იღებენ, შეიძლება ითქვას, დროს არ კარგავენ და პირდაპირ მოქმედებაზე გადადიან. ასე მოიქცნენ მოსამართლეთა დასანქცირების შემთხვევაში, პირდაპირ დაასანქცირეს რეზოლუციებისა და განცხადებების გარეშე, ბევრი გარჩევა და ახსნა–განმარტებები არ დაუწყიათ. ასე რომ, ძალიან მძიმე პროცესი მიდის. ევროკავშირი ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა იცვლის საგარეო ვექტორს, რუსულ თარგზე ჭრის ჩვენს სახელმწიფოს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია დასავლური დემოკრატიისთვის. შესაბამისი დამოკიდებულებაც იქნება, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ რაღაც არ შეცვალა და ცოტა გონზე არ მოვიდნენ.

–ბიძინა ივანიშვილის გარდა, რომელიც პირველირიგში დასასანქცირებელთა სიაში, კიდევ ვის დასანქცირებას უნდა ველოდოთ ევროკავშირისა და ამერიკისგან? იმასაც გავიხსენებ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ივანიშვილის პერსონალური დასანქცირება ცალკე პუნქტად არის შეტანილი.

ასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, ეს არის სისტემური დანაშაული. სისტემურ დანაშაულში იმას ვგულისხმობ, რომ ისინი მიდიან კონსტიტუციის მოთხოვნების საპირისპირო მიმართულებით. კონსტიტუციას არღვევენ, კონსტიტუციური სივრციდან გამოდიან, ევროპას თავი რომ დავანებოთ. შესაბამისად, აქ შეიძლება ეს სია ძალიან გრძელი აღმოჩნდეს, რადგან ამ დანაშაულში ბევრი ადამიანია ჩათრეული.

–დავუშვათ, დაასანქცირონ, რა სახის სანქციები შეიძლება დააკისრონ ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას?

–პირდაპირ გეტყვით, მე არ ვისურვებდი, რომ აქამდე მივიდეს საქმე, ამაზე ფიქრიც არ მინდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ისეა შერდილი ძალაუფლებასთან, რომ ამ სანქციებით მარტო ისინი არ დაზარალდებია, ქვეყანა დაზიანდება, ბევრ სფეროშგრძელვადიანი  შეფერხებები იქნება განვითარების კუთხით. კონკრეტიკაში არ შევალ, რა და როგორ. მე არც გამიხარდება, რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე. მაინც მაქვს მცირე იმედი, რომ სინდისი კი არ აწუხებთ, მაგრამ შიშმა მაინც აიძულოს, რომ ამის შემდეგ მაინც რაღაც ადეკვატური ნაბიჯები გადადგან.

–იმის საფრთხე თუ არსებობს, რომ ქვეყანაც დასანქცირდეს? დავუშვათ, ეროვნული ბანკი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები?

–არა, ამ ეტაპზე ამის საფრთე არ არსებობს, უმცა თუ ბიძინა ივანიშვილმა თავისი გაიტანა და ოფშორად ქცია ეს ქვეყანა კრიმინალური ფულისთვის, მერე ყველაფერია მოსალოდნელი.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზეც იყო ცალკე პუნქტად ევროპარლამენტის რეზოლუციაში. შეიძლება იქვას, ეს საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის ივანიშვილისა და სხვა პერსნათა სანქციებზე მნიშვნელოვანი, რადგან უამრავი ჩვენიანია უცხოეთში და ბევრი აპირებს გამგზავრებას სხვა და სხვა მიზნით. ამას ჩვენი ტურისტული დ სხვა სახის ბიზნესიც დავამატოთ, რომელთაც ვიზალიბერალიზაციის შეწვეტის შმთხვევაში, პირდაპირ დახურვა ემუქრებათ.

თუ ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ რუსეთის იმპერიისკენ, საითკენაც აშკარად მიდის ყველაფერი, მაშინ, ცხადია, ვიზალიბერალიზციას შეგვიჩერებენ. ევროპამ რაღაცით ხომ უნდა დაიცვას თავი. იმას ხომ ვერ დაუშვებს, რომ საქართველო გახდეს რუსებისთვის ტრანზიტული ქვეყანა, ერთგვარი ტროას ცხენიევროპაში შესაღწევად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ ბიძინამ თავისი გაიტანა და აქ საზოგადოებამ ვერაფერი მოახერხა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე კი არა, შეიძლება ქვეყნის იზოლაციამდეც მივიდეს ყველაფერი. იზოლაციისკენ პირველი ნაბიჯი კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება კი არა, საერთოდ გაუქმება იქნება. ეს მდენად მძიმე სცენარებია, რომ ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.

–ამას ავტომატურად მოჰყვება ევრკავშირისქვეყნებში მყოფი ქთველი ემიგრანტების გამოყრა.

–რა თქმა უნდა, აბა, რა, ყველა რადიკალური ზომა იქნება მიღებული.

–თქვენი აზრით, რას იზამს ხელისუფლება? გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და ფარატინა ქაღალდი უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას.

– ფარატინა ქაღალდი კი არა, აგერ, ირაკლი ზარქუა ამერიკელებისგან მოითხოვს, ბოდიში მოუხადონ მურუსიძეს და იმ მოსამართლებს, რომლებიც დაასანქცირეს. ესენი საერთოდ გასულები არიან მომსახურების ზონიდან, ისეთ რაღაცებს ითხოვენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, პირდაპირ გევით. მა კარგი სვლა აღარ აქვთ. გაიწვევენ ამ აგენტების კანონს მათთვის ვაია, არ გაიწვევენ და უ. ამ ვითარებაში ჩაიგდეს თავი.

–29 პრილს რა შეიძლება მოხდეს? ხელისუფლებას თავისი მომხრეები გამოჰყავს რუსთაველზე ქციაზე. რეგიონებში ფულსაც ურიგებენ ხალხს, რომ რაც შეიძლება მეტმომხრე ჩამოიყვანონ თბილისში. პარალელურად, რუსთაველზე აგენტების კანონისმოწინააღდეგე ახლგაზრდების აქციაც დაგეგმილია. არ არის გამორიცხული, ორი აქციის მონაწილენი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და რაიმე ცუდი მოხდეს.

– მე მაინც ვისურვებდი, რომ მივცეთ ასპარეზი ხელისუფლების აქციას. რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი სად წავა, რუსთაველზე მივლენ. მერე იყვირებენ რაღაცებს და დაბრუნდებიან სახლებში. იქ ხომ მუხტი, იდეა არ არის, მოგონილი თემაა, რაიმე ცვლილებების, ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ წაყვანის იდეა იქ არ იქნება. ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ და ვთხოვ, ერთი დღე არ გაეკარონ რუსთაველს. თუ შეკრება გადაწყვიტეს, სხვა, ალტერნატიულ სივრცეებში შეიკრიბონ და იქ თქვან თავიანთი სათქმელი.

[ad_2]

Source link

Notícias

Indonésia, Republika, Indonésio

[ad_1] REPUBLIKA.CO.ID, JAKARTA — Direktur Jenderal Bea dan Cukai Kementerian Keuangan Askolani buka suara soal tingginya sanksi administrasi barang impor. Dia menjelaskan besaran sanksi administrasi

Indonésia, Indo Pos, Indonésio

[ad_1] Harianjogja.com, DEPOK—Ombudsman Republik Indonesia (ORI) DIY meminta masyarakat untuk melapor jika menemui tiang-tiang kabel yang tampak semrawut. Laporan-laporan yang datang dari masyarakat ini akan

Hong Kong, South China Morning Post, Inglês

[ad_1] Hong Kong authorities will step up enforcement on illegal ride-hailing services and rogue taxi drivers over the coming Labour Day “golden week” holiday, while

Tailândia, Business Day News, Tailandês

[ad_1] มูลนิธิสุญญตาวิหารเผยหลักสูตรการดับทุกข์สำหรับผู้บริหารระดับสูงรุ่นแรก มีผู้สนใจในช่วงสองอย่างล้นหลาม รองประธานมูลนิธิฯเผยมีทั้งอดีตรัฐมนตรี อดีต สว. และอดีตปลัดกระทรวง สนใจ ชี้หลักสูตรนี้เหมาะกับโลกในยุคปัจจุบัน นายสมชาย เลิศด้วยลาภ รองประธานมูลนิธิสุญญตาวิหาร เปิดเผยว่าด้วยสถานการณ์ปัจจุบันสิ่งที่เกิดขึ้นทั้งในประเทศไทยและในโลก ทั้งปัญหาสังคม ปัญหาเศรษฐกิจ ปัญหาทุกอย่างอีกมากมายที่เกิดขึ้น สำหรับผู้บริหารจะมีการรับรู้และรับผิดชอบมากกว่าบุคคลทั่วไป ทั้งผู้บริหารหน่วยงานภาครัฐ และผู้บริหารหน่วยงานภาคเอกชน โดยทุกข์ที่เกิดขึ้นนั้น เกิดเพราะความรับผิดชอบที่มีต่อตัวเอง หน่วยงานและสังคม รวมถึงประเทศการเป็นทุกข์สำหรับผู้บริหารแล้ว มักจะไม่สามารถบอกหรือปรึกษาใครได้ เพราะความน่าเชื่อถือและความคาดหวังของคนในองค์กร